სიახლეები
112-ს 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ
2017-03-03 14:03:38
112-ს 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს, პროექტის - „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის“ ფარგლებში, თბილისის 182-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

 

მოზარდებმა „112“-ის თბილისის ცენტრი დაათვალიერეს და გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებსრული ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებმა ცენტრის თანამშრომლებს მათ მიერ სპეციალურად „112“-ის თემატიკაზე შექმნილი პოსტერი წარუდგინეს, ხოლო „112“-ის ოპერატორ ქალბატონებს საჩუქრად ყვავილები გადასცეს.