სიახლეები
112 უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთო
2017-03-28 11:00:48
112 უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთო

შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს უანგარო დონორთა აქციაში - „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“. „112“-ის წარმომადგენლებმა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკის დახმარებით, სისხლის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სისხლი გაიღეს.

ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა პროფილის კლინიკებს, ასევე, ონკოლოგიითა და ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებს სისხლის კომპონენტებით ამარაგებს.