სიახლეები
112-ს სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ეწვივნენ
2017-04-03 11:34:31
112-ს სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს, პროექტის - „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის“ ფარგლებში, სერვანტესის სახელობის გიმნაზიის - „აია-GESS“-ის მეოთხე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. „112“-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ: თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე; რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადის გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით.

მათ, აგრეთვე, შეიტყვეს, თუ რა ზიანის მომტანია 112-ზე ცრუ ზარის განხორციელება და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებში. მოზარდებმა „112“-ის თბილისის ცენტრი დაათვალიერეს და შეხვედრის დასასრულს სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.