სიახლეები
112-ს საფრანგეთის კონსული ესტუმრა
2017-04-04 11:45:36
112-ს საფრანგეთის კონსული ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს საფრანგეთის კონსული - სინდი სკრივენი და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. „112“-ის თანამშრომლები საფრანგეთის საელჩოს დელეგაციის წევრებს ცენტრში განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ ესაუბრნენ.

 

სტუმრებმა დაათვალიერეს ქოლ-ცენტრი, სადაც ზარის მიღებისა და დამუშავების პროცესს გაეცნენ. „112“-ისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ვიზიტის დასასრულს, შსს-ს სსიპ „112“-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.