სიახლეები
112-მა ნატო-ს დღეებზე პროექტი „კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა
2017-04-05 11:48:43
112-მა ნატო-ს დღეებზე პროექტი „კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა

შსს-ს „112“-ის დეპარტამენტმა ნატო-ს დღეების გახსნაზე საბავშვო პროექტი - „კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა. პროექტის ფარგლებში, „112“-ის ოპერატორები ბავშვებს ფუტურისტული იმიჯით დახვდნენ და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილი კომპიუტერული თამაშები შესთავაზეს.

 

გამარჯვებულ ბავშვებს „112“-ის უნივერსალური საშვები გადაეცათ, რომელთა საშუალებითაც ისინი ნამდვილ „112“-ში მოხვდებიან და თავად ნახავენ, როგორ ეხმარებიან ცენტრის ოპერატორები გადაუდებელ სიტუაციაში მყოფ მოქალაქეებს.

 

ნატო-ს დღეები, უკვე მეათე წელია, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება. ცენტრმა ყველა დაინტერესებულ სტუმარს უმასპინძლა და მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები შესთავაზა.