სიახლეები
112-ს ინდონეზიის დელეგაცია ეწვია
2017-04-06 12:03:13
112-ს ინდონეზიის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრი იასონნა ლაოლი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.

 

„112“-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს ცენტრში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

 

დელეგაციის წევრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, სადაც ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. შეხვედრის დასასრულს, „112“-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა დელეგაციის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.