სიახლეები
112-ს „კოსმოსური ხომალდის“ გამარჯვებული ბავშვები ესტუმრნენ
2017-04-18 10:19:18
112-ს „კოსმოსური ხომალდის“ გამარჯვებული ბავშვები ესტუმრნენ

შსს-ს „112“-ის დეპარტამენტს ნატო-ს დღეების ფარგლებში წარმოდგენილი საბავშვო პროექტის - „კოსმოსური ხომალდი“ - გამარჯვებული ბავშვები ესტუმრნენ.

 

პროექტის ფარგლებში, „112“-ის ოპერატორები მოზარდებს, ნატოს საინფორმაციო ცენტრში, ფუტურისტული იმიჯით დახვდნენ და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილი კომპიუტერული თამაშები შესთავაზეს. გამარჯვებულ ბავშვებს „112“-ის უნივერსალური საშვები გადაეცათ, რომელთა საშუალებითაც ისინი ნამდვილ „112“-ში მოხვდნენ და თავად ნახეს, როგორ ეხმარებიან ცენტრის ოპერატორები გადაუდებელ სიტუაციაში მყოფ მოქალაქეებს.

 

შეხვედრის დასასრულს, მოზარდებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.