შსს სსიპ - „112“-მა თანამშრომელთა წახალისების მიზნით, წინა საახალწლოდ, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გამოავლინა.
გამარჯვებული თანამშრომლების გამოვლენა 2 ეტაპს გულისხმობდა: 12 ნომინაციაში საუკეთესო, „112“-ის მონიტორინგის სამსახურმა, კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით დაასახელა, დანარჩენი გამარჯვებულების ვინაობა კი ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიერ, ხმის მიცემის შედეგად გაირკვა.
![]() |
![]() |
![]() |
ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა 2012 წლის 28 დეკემბერს გახდა ცნობილი. მათ სახელობითი ჯილდოები და სიგელები გადაეცათ.
ნომინაციები 2012
პირველი ზარი - მაგდა დვალიშვილი
წლის საუკეთესო ზარის მიმღები - ინგა კახიანი
წლის საუკეთესო დისპეტჩერი - ლია თუმანიშვილი
წლის უნივერსალი - თეა ნიკოლაიშვილი
წლის იუმორისტული ზარი - ნინო ქობელაშვილი
წლის ყველაზე დატვირთული ზარის მიმღები - ნუცა გაბისონია
წლის ყველაზე დატვირთული დისპეტჩერი - მანანა ჯამასპიშვილი
წლის პროგრესირებადი თანამშრომელი - გურანდა ბელქანია
ბეჭდვის ოსტატი - ქეთევან კრიალაშვილი
წლის ბეჯითი - ანა ცინცაძე
წლის საუკეთესო გადაწყვეტილება - ეკა გამრეკლიძე
წლის დისციპლინირებული ცვლა - ეკა საათაშვილის ცვლა