სიახლეები
„საზაფხულო STEM აკადემიის“ მოსწავლეები სტუმრად 112-ში
2017-07-06 17:21:17
„საზაფხულო STEM აკადემიის“ მოსწავლეები სტუმრად 112-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს Robotics.ge -სა და logicmeter -ის ერთობლივი „საზაფხულო STEM აკადემიის“ მოსწავლეები ესტუმრნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, მოზარდებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ „112“-ზე. გაიგეს, რომელი საგანგებო სამსახურის ბრიგადების გამოძახებაა შესაძლებელი „112“-ზე დარეკვით. ასევე, სამსახურის წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, თუ რა ზიანის მომტანია ცრუ ზარის განხორციელება და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებში.

 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს „112“-ის ქოლ-ცენტრი და ადგილზე გაეცნენ სამსახურისა და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას.