სიახლეები
„112-ის კოსმოსური ხომალდი“ თელავში
2017-05-27 17:35:09
„112-ის კოსმოსური ხომალდი“ თელავში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის 26 მაისს, თელავში მოქალაქეებს იმიტირებულ უსაფრთხო ქალაქში უმასპინძლა.

იმიტირებულ ქალაქში შსს-ს „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური საბავშვო პროექტი - „112-ის კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.