სიახლეები
საქართველოს „112“-ის დელეგაცია ნიუ-იორკის „911“-ს ეწვია
2017-09-12 11:25:45
საქართველოს „112“-ის დელეგაცია ნიუ-იორკის „911“-ს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები, აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, „112“-ის დელეგაციის წევრები ნიუ-იორკის „911“-ის ქოლ-ცენტრს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (OEM), სახანძრო/სამაშველო დეპარტამენტსა (FDNY) და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს (Northwell Health, EMS) ეწვივნენ და სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნენ.

 

ქალაქ ნიუ-იორკის „911“-ის ქოლ-ცენტრში საქართველოს „112“-ის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, დისპეტჩერ/ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ. ასევე ზარის მიღების და შეტყობინების დამუშავების პროცესს დაკვირვებოდნენ.

 


ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე „112“-ის წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარესთან ერთად განიხილეს საგანგებო შემთხვევებთან დაკავშირებული საკითხები: პრიორიტეტების და შემთხვევის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო რესურსების ეფექტური მართვა, ცრუ და არამიზნობრივი ზარების შედეგები და აღნიშნული მიმართულებით სანქციების შემუშავება.

 

საქართველოს შსს-ს სსიპ „112“-ის გადაუდებელი დახმარების ცენტრი აშშ-ს „911“-ის ქოლ-ცენტრის ანალოგს წარმოადგენს.