სიახლეები
112-ის კოსმოსური ხომალდი პანკისში
2017-10-17 16:12:52
112-ის კოსმოსური ხომალდი პანკისში

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, შს სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, პანკისობის სახალხო დღესასწაულზე წარმოადგინა იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი, სახელწოდებით - „ეს ჩემი ქალაქია“.

იმიტირებულ ქალაქში შსს-ს „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური საბავშვო პროექტი - „112-ის კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა