სიახლეები
112-ის კოსმოსური ხომალდი ახმეტაში
2017-10-18 10:54:48
112-ის კოსმოსური ხომალდი ახმეტაში

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, შს სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ სახალხო დღესასწაულზე წარმოადგინა იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი, სახელწოდებით - „ეს ჩემი ქალაქია“.

იმიტირებულ ქალაქში შსს-ს „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური საბავშვო პროექტი - „112-ის კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.