სიახლეები
სკოლის მოსწავლეები სტუმრად 112-ში
2017-10-27 11:06:20
სკოლის მოსწავლეები სტუმრად 112-ში

 

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისის 172-ე და 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.


ვიზიტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები გაეცნენ სამსახურისა და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას, მიიღეს ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ნომრის - „112“-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. ასევე, მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ „112“-ზე. გაიგეს, რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადების გამოძახებაა შესაძლებელი „112“-ზე დარეკვით.


 

პროექტის მიზანია, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. ასევე, ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების, მართლშეგნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა.