სიახლეები
მოსწავლეები სტუმრად 112-ში
2017-11-15 15:40:20
მოსწავლეები სტუმრად 112-ში
შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს, პროექტის - „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის“ ფარგლებში, თბილისის 208-ე საჯარო სკოლისა და სკოლა „ათასწლეულის“ მოსწავლეები ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრისა და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. მოზარდებმა, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში.


ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს განუმარტეს, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე და რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადის გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით.