სიახლეები
112-ის წარმომადგენლები GITI-ის კონფერენციაზე
2017-11-17 15:54:36
112-ის წარმომადგენლები GITI-ის კონფერენციაზე
მიმდინარე წლის 16-17 ნოემბერს, შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებზე გამართულ ყოველწლიურ რეგიონულ კონფერენციაში (GITI) მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციაზე „112“-ის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტები გააცნო, რომლის საშუალებითაც „ახალი თაობის 112“ დღეს საქართველოს მოსახლეობას ემსახურება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის საინფორმაციო კუთხე. კონფერენციის მონაწილეები, ორი დღის განმავლობაში, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებს განიხილავდნენ.

მონაწილეებმა წლის განმავლობაში შემუშავებული ინოვაციური IT პროექტები წარმოადგინეს და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ გამოცდილებას გაეცნენ, ასევე, კიბერუსაფრთხოების თემებზე ცნობილი ექსპერტების პრეზენტაციები მოისმინეს.