სიახლეები
სოფელ ლისის სკოლის მოსწავლეები სტუმრად 112-ში
2017-11-29 16:03:03
სოფელ ლისის სკოლის მოსწავლეები სტუმრად 112-ში

მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, სოფელ ლისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები გაეცნენ სამსახურისა და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას, მიიღეს ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ნომრის - „112“-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. ასევე, მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ „112“-ზე. გაიგეს, რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადების გამოძახებაა შესაძლებელი „112“-ზე დარეკვით.

 

 

პროექტის მიზანია, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. ასევე, ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების, მართლშეგნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა.