სიახლეები
157-ე სკოლის მოსწავლეები სტუმრად 112-ში
2017-12-22 10:24:30
157-ე სკოლის მოსწავლეები სტუმრად 112-ში

მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს, პროექტის - „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის“ ფარგლებში, თბილისის 157-ე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრისა და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

 

მოზარდებმა, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში.

 

 

ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს განუმარტეს, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე და რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადის გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით.