სიახლეები
შინაგან საქმეთა მინისტრი ახალ წელს „112“-ში შეხვდა
2018-01-01 09:33:06
შინაგან საქმეთა მინისტრი ახალ წელს „112“-ში შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ახალ წელს „112“-ის თანამშრომლებთან ერთად შეხვდა. გიორგი გახარიამ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატება უსურვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერა. გიორგი გახარია "112"-ის მუშაობას, ასევე, ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს გაეცნო.