სიახლეები
სკოლის მოსწავლეები სტუმრად 112-ში
2017-12-28 11:15:17
სკოლის მოსწავლეები სტუმრად 112-ში

მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს, პროექტის - „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის“ ფარგლებში, თბილისის 53-ე და 151-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრისა და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. მოზარდებმა, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში.

 

 

ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს განუმარტეს, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე და რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადის გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით.