სიახლეები
112-ს გერმანიის პოლიციის უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ
2018-01-18 11:22:53
112-ს გერმანიის პოლიციის უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს გერმანიის რაინლანდ-პფალცის პოლიციის უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ.

 

გერმანელმა სტუმრებმა საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარების და „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. დელეგაციის წევრები „112“-ის დეპარტამენტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს, ასევე, ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის სპეციფიკას, ზარის მიღებისა და დამუშავების პროცესს გაეცნენ.

 

 

ვიზიტის ფარგლებში, გერმანელმა სტუდენტებმა ქოლ-ცენტრიც დაათვალიერეს. შეხვედრის დასასრულს, „112“-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.