სიახლეები
112-ის წარმომადგენლების შეხვედრა „Erasmus+“-ის სტიპენდიატებთან
2018-01-25 11:38:29
112-ის წარმომადგენლების შეხვედრა „Erasmus+“-ის სტიპენდიატებთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტის, „Erasmus+ საქართველოს“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, „Erasmus+“-ის სტიპენდიატებთან შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის მიზანი იყო უსაფრთხოების საკითხების შესახებ იმ ქართველი სტუდენტების ინფორმირება, რომლებიც სასწავლებლად ევროპაში მიემგზავრებიან. ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებამდე, სტიპენდიატებმა სრული ინფორმაცია მიიღეს, როგორც საქართველოში, ასევე, ევროპაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის შესახებ. სტუდენტებს „112“-ის წარმომადგენლებმა განუმარტეს, თუ რა შემთხვევაში უნდა დარეკონ 112-ზე, რომელი საგანგებო სამსახურების გამოძახებაა შესაძლებელი და როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან, რათა დროულად მიიღონ გადაუდებელი დახმარება.

 

 

აღსანიშნავია, რომ მსგავს საინფორმაციო შეხვედრებში შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტი ყოველწლიურად მონაწილეობს, რათა სტუდენტები სწორად იყვნენ ინფორმირებული, როგორც საქართველოში, ასევე, ევროპაში გადაუდებელი შემთხვევის დროს ქცევის შესახებ.