სიახლეები
112-ს სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ მოსწავლეები ესტუმრნენ
2018-02-09 15:21:46
112-ს სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ მოსწავლეები ესტუმრნენ

„112“-ის დღესთან დაკავშირებით, „112“-ის თბილისის ცენტრს სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ მე-5 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ, ასევე, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან. მოზარდებმა ცენტრის წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, რომ თუ რა ზიანის მომტანია 112-ზე ცრუ ზარის განხორციელება და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებში.

 

 

11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა „112“-ის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნის მიზანია გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა. საქართველოს „112“ ამ დღეს, ყოველწლიურად, სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიას ატარებს.