სიახლეები
112-ს ისრაელის კონსული ეწვია
2018-03-06 17:40:08
112-ს ისრაელის კონსული ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დირექტორის მოადგილემ, მაია გიორგაძემ საქართველოში ისრაელის კონსულს, სმადარ ცემახ-რაცაბს და ისრაელის საელჩოს წარმომადგენელს „112“-ის თბილისის ცენტრში უმასპინძლა.

მაია გიორგაძე სტუმრებს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და „112“-ის ფუნქციონირების შესახებ ესაუბრა. „112“-ის წარმომადგენელმა მათ ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის, ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.