სიახლეები
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „112“-ში
2018-03-30 16:48:28
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „112“-ში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ, „112“-ის დირექტორთან და მოადგილეებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის თანამშრომელთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა, კერძოდ, „112“-ის დირექტორის მოადგილემ, ავთანდილ ჩიტაძემ პირადად მოინახულა სოციალურად დაუცველი გულადი კვაჭანტირაძის ოჯახი და სხვადასხვა საჭირო პროდუქტი გადასცა.