სიახლეები
საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - მარტინა ქვიქი სტუმრად „112“-ში
2018-04-11 14:59:20
საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - მარტინა ქვიქი სტუმრად „112“-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - მარტინა ქვიქი ესტუმრა. შვედეთის ელჩს „112“-ის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მარტინა ქვიქმა „112“-ში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მხარეებმა არამიზნობრივი ზარების და მათი შემცირების მიზნით განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, სოციალურ კამპანიაზე - „ერთად შევამციროთ არამიზნობრივი ზარები 112-ში“. შვედეთის ელჩმა აღნიშნულ კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა, ასევე, საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.