სიახლეები
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ელიზაბეტ რუდი „112“-ის თბილისის ცენტრს ესტუმრა
2018-04-13 14:37:13
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ელიზაბეტ რუდი „112“-ის თბილისის ცენტრს ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორის მოადგილემ მაია გიორგაძემ, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს - ელიზაბეტ რუდს „112“-ის თბილისის ცენტრში უმასპინძლა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დირექტორი - მაიკ მაკმენი და ამავე ბიუროს უფროსი პოლიტიკის მრჩეველი - მაიკლ ტერნერი, პროგრამების კოორდინატორთან თამარ შავერზაშვილთან ერთად.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარების და „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ასევე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ. „112“-ის წარმომადგენლები მათ ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკაზეც ესაუბრნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.