სიახლეები
112-ს ტალინის მერი ესტუმრა
2018-04-27 13:21:51
112-ს ტალინის მერი ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ტალინის მერი ტაავი აასი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.

„112“-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და ცენტრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკას გაეცნენ.