სიახლეები
112-ს ორეგონის შტატის შერიფის ოფისის წარმომადგენელი ესტუმრა
2018-04-27 16:11:48
112-ს ორეგონის შტატის შერიფის ოფისის წარმომადგენელი ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დირექტორის მოადგილემ, ავთანდილ ჩიტაძემ ორეგონის შტატის შერიფის ოფისის ოპერაციების მიმართულების ხელმძღვანელს, საპოლიციო ექსპერტ შილა ლორენსს „112“-ის თბილისის ცენტრში უმასპინძლა.

ავთანდილ ჩიტაძე სტუმარს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და „112“-ის ფუნქციონირების შესახებ ესაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში, „112“-ის წარმომადგენელმა შილა ლორენსს ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის, ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.