სიახლეები
„112“-ს თურქეთის დელეგაცია ესტუმრა
2013-02-11 19:48:00
„112“-ს თურქეთის დელეგაცია ესტუმრა

2013 წლის 11 თებერვალს, შსს სსიპ - „112“-ს თურქეთის ხუთკაციანი სამთავრობო დელეგაცია ესტუმრა. სტუმრებს შორის იყვნენ თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მოსამართლე მეჰმეტ ტაკიმსუ, თურქეთის ეროვნული პოლიციის ინტერპოლის დეპარტამენტის უფროსი რაფეტ უგურ ონდერი, თურქეთის ეროვნული პოლიციის ინტერპოლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ატილა ესერი, თურქეთის ეროვნული პოლიციის საზღვრის მართვის, თავშესაფარისა და მიგრაციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ბირონ იაკანი და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლისა და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორის მოადგილე ფაზლი დოგანი.

 

    

 

დელეგაციის წევრებს „112“-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა  დაათვალიერებინა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და დეტალურად გააცნო „112“-ის, როგორც ერთიანი საგანგებო ნომრის მუშაობის სპეციფიკა.

 

თურქეთის დელეგაციის წევრები ასევე, გაესაუბრნენ „112“-ის ქოლ ცენტრის ოპერატორებს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს ერთიანი საგანგებო ნომრის 112-ის მართვის შესახებ საქართველოში.