სიახლეები
112-ს რაინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა მინისტრი ესტუმრა
2018-05-29 12:25:34
112-ს რაინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა მინისტრი ესტუმრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს როჯერ ლევენცს „112“-ის თბილისის ცენტრში უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი იყო ურთიერთანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა „112“-ის ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის, ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.