სიახლეები
112-ს ჯასტინ მაქენზი სმიტი ეწვია
2018-06-07 12:48:19
112-ს ჯასტინ მაქენზი სმიტი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ჯასტინ მაქენზი სმიტი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო, ცენტრში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო. „112“-ის წარმომადგენლები სტუმარს ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკაზეც ესაუბრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. მათ, ასევე, ისაუბრეს არამიზნობრივი ზარებისა და მათი შემცირების მიზნით განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შესახებ, მათ შორის, სოციალურ კამპანიაზე - „ერთად შევამციროთ არამიზნობრივი ზარები 112-ში“. ჯასტინ მაქენზი სმიტმა აღნიშნულ კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვა.