სიახლეები
112-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ესტუმრა
2018-06-13 15:48:16
112-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი - დურსუნ ჰასანოვი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო, ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკას გაეცნო.

აზერბაიჯანის ელჩი „112“-ის ინოვაციური სერვისებით დაინტერესდა. ცენტრის წარმომადგენელი ელჩს მობილური აპლიკაციის შესახებ ესაუბრა. აპლიკაციის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ადგილმდებარეობის განსაზღვრა და SMS და ვიდეოზარის სერვისი, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვისაა განკუთვნილი და მათ საშუალებას აძლევს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს არამიზნობრივი ზარებისა და მათი შემცირების მიზნით განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შესახებ, მათ შორის, სოციალურ კამპანიაზე - „ერთად შევამციროთ არამიზნობრივი ზარები 112-ში“. დურსუნ ჰასანოვმა აღნიშნულ კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვა.