სიახლეები
ამოქმედდა გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი - „126“
2013-02-15 19:17:52
ამოქმედდა გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი - „126“

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი -  „126" დღეიდან ამოქმედდა. ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკოს. ცხელი ხაზი - „126"  24 საათის განმავლობაში იფუნქციონირებს.

 

შსს- გენერალური ინსპექცია უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არასათანადო შესრულებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას. 

 

გენერალური ინსპექციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია: შსს- თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, პიროვნების თავისუფლების და კანონიერი ინტერესების შელახვის, კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა, სამსახურებრივ და სხვა გადაცდომათა გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია და მათზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება; სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და წინასწარი გამოძიების განხორციელება.

 

გენერალური ინსპექცია დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.