სიახლეები
112 სისხლის დონორთა მსოფლიო დღეს შეუერთდა
2018-06-14 12:20:26
112 სისხლის დონორთა მსოფლიო დღეს შეუერთდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა ნიკა გელაშვილმა და „112“-ის თანამშრომლებმა, სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური სისხლის ბანკისთვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.

14 ივნისს სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დონორებისადმი კეთილგანწყობის გამოსახატავად დააწესა.