სიახლეები
112-ს შვეიცარიის კონსული ეწვია
2018-06-25 11:13:06
112-ს შვეიცარიის კონსული ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დირექტორის მოადგილემ, მაია გიორგაძემ საქართველოში შვეიცარიის კონსულს, ფაბიენ სედუს „112“-ის თბილისის ცენტრში უმასპინძლა.

შეხვედრაზე მაია გიორგაძე სტუმარს „112“-ის საქმიანობა, ცენტრში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

„112“-ის დირექტორის მოადგილე სტუმარს, ასევე, ესაუბრა არამიზნობრივი ზარებისა და მათი შემცირების მიზნით განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შესახებ, მათ შორის, სოციალურ კამპანიაზე - „ერთად შევამციროთ არამიზნობრივი ზარები 112-ში“. შვეიცარიის კონსულმა აღნიშნულ კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვა.