სიახლეები
ისრაელის კონსული სტუმრად 112-ში
2018-10-29 12:28:35
ისრაელის კონსული სტუმრად 112-ში

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ის ისრაელის კონსული სმადარ ცემახ-რაცაბი, ვიცე-კონსულთან და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად ესტუმრა.

შეხვედრის მიზანს საერთო ინტერესის საკითხების განხილვა და ურთიერთანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა. „112“-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს თბილისის „ქოლ-ცენტრი“ დაათვალიერებინეს და ცენტრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები „112“-ის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ. მათ, ასევე, ისაუბრეს არამიზნობრივი ზარებისა და მათი შემცირების მიზნით განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შესახებ, მათ შორის, სოციალურ კამპანიაზე - „ერთად შევამციროთ არამიზნობრივი ზარები 112-ში“. ისრაელის კონსულმა აღნიშნულ კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვა