სიახლეები
რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი 112-ში
2018-10-17 13:45:31
რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი 112-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დირექტორმა ნიკა გელაშვილმა რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, გეორგე ნუკე მარინის, დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა.

სტუმრებმა საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. დელეგაციის წევრები ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსაც გაეცნენ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, დელეგაციასთან ერთად, ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია. ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა სტუმრებს ერთობლივი მართვის ცენტრი დაათვალიერებინა და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნო.