სიახლეები
თურქეთის რესპუბლიკის ატაშეების ვიზიტი 112- ში
2018-12-11 19:33:22
თურქეთის რესპუბლიკის ატაშეების ვიზიტი 112- ში

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს თურქეთის რესპუბლიკის ატაშეები ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ასევე გაეცნენ - ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის, ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკას. „112“-ის წარმომადგენელი სტუმრებს ესაუბრა ცენტრში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის მობილურ აპლიკაციაზეც, რომლის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ზარის ავტორის ადგილმდებარეობის განსაზღვრა.

შეხვედრაზე მხარეებმა საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.