სიახლეები
გახდი ოპერატორი - დაეხმარე ადამიანებს...
2018-12-17 16:04:04
გახდი ოპერატორი - დაეხმარე ადამიანებს...

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ანგარიში წარმოადგინა.

პროექტის მთავარ მიზანს სასწავლო ცენტრის გაძლიერება წარმოადგენს. ღონისძიებას დაესწრნენ როგორც სახელმწიფო, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„112“-ის თანამშრომლებმა მოწვეულ სტუმრებს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ გამოყოფილი გრანტით შესრულებული სამუშაოები გააცნო. კერძოდ, აღნიშნული ფონდის მხარდაჭერით, შეიქმნა ანალიზის დოკუმენტი, პროფესიული სტანდარტი და განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამა ქოლ-ცენტრის ოპერატორებისთვის.

პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტები არამარტო „112“-ს, არამედ იმ ნებისმიერ უწყებას და ორგანიზაციას გამოადგება, რომელსაც სურს ქოლ-ცენტრის გამართვა, ან არსებული ქოლ-ცენტრის თანამშრომლების სტანდარტების შესაბამისად გადამზადება.

უახლოეს მომავალში, „112“-ის მიერ შემუშავებული პროგრამა საშულებას მისცემს მოქალაქეებს პროფესიული გადამზადება გაიარონ „112“-ის სასწავლო ცენტრში და დაეუფლონ სხვადასხვა სფეროს ოპერატორის პროფესიულ უნარ-ჩვევებს.