სიახლეები
112-ში სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა
2018-12-27 15:22:27
112-ში სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა

„112“-ის თბილისის ცენტრში, გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის ამაღლების მიზნით, სტუდენტებისთვის კიდევ ერთი ღია კარის დღე გაიმართა. 

„112“-ის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელმა კი სტუდენტებს პირველი გადაუდებელი დახმარების შესახებ საბაზისო კურსი ჩაუტარა. 

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ყოველ თვე ტარდება.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება გადაუდებელი შემთხვევების დროს ქცევის წესების შესახებ. სტუდენტები, კურსზე მიღებული ცოდნის შედეგად, გადაუდებელი შემთხვევების დროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე, დამოუკიდებლად შეძლებენ ახლობლებისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენას. 

პროექტის ფარგლებში, 2018 წელს სასწავლო კურსი 100 სტუდენტმა გაიარა. პროექტი 2019 წელსაც გაგრძელდება.