სიახლეები
112-ში უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღინიშნა
2019-02-05 17:04:18
112-ში უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის თბილისის ცენტრში უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, „112“-ს წმინდა ბარბარეს სახელობის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

სტუმრებმა „112“-ის წარმომადგენლებისგან ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა მოსწავლეებს განუმარტა, თუ რას ნიშნავს უსაფრთხო ინტერნეტგარემო. შეხვედრის მონაწილეებმა სოციალურ ქსელებსა და მისგან მომდინარე საფრთხეზე ისაუბრეს.

უსაფრთხო ინტერნეტის დღე (Safer Internet Day) ყოველწლიურად 5 თებერვალს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. იგი წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას, რომელიც ეძღვნება უსაფრთხო ინტერნეტგარემოს შექმნას, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში.