სიახლეები
112-ის საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტებთან
2019-02-07 18:47:13
112-ის საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტებთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის თანამშრომლებმა „112“-ის დღისადმი მიძღვნილი ცნობადობის გაზრდის კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საინფორმაციო სახის შეხვედრები ჩაატარა.

სტუდენტებს ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ პრეზენტაციები ჩაუტარდათ, სადაც გაეცნენ „112“-ის მიერ დანერგილ ინოვაციურ სერვისებს და პროექტებს.

11 თებერვალი 112-ის დღედ, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 2009 წელს გამოცხადდა. 112-ის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ევროპის მასშტაბით, ყოველწლიურად იმართება. ამ დღის აღნიშვნის მიზანს მოსახლეობაში 112-ის ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს.