სიახლეები
„112“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა
2013-03-17 11:56:00
„112“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, რადგან საქართველოში სინოპტიკოსები სამი დღის განმავლობაში ამინდის მკვეთრ გაუარესებას და ძლიერ ქარებს პროგნოზირებენ. „112“ - ის დირექტორის, გიორგი ბიჭაშვილის განკარგულებით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამსახური სრულ მზადყოფნაშია, იმუშაოს განსაკუთრებულ რეჟიმში.

 

საგანგებო რეჟიმში მუშაობის მიზანია, „112“ - ის სადისპეტჩერომ ოპერატიულად მიიღოს ზარები და განახორციელოს ზარების დროული დისპეტჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით.