სიახლეები
112-ის მობილური აპლიკაციის საინფორმაციო კამპანია
2019-02-10 21:10:24
112-ის მობილური აპლიკაციის საინფორმაციო კამპანია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ოპერატორებმა, „112“-ის დღისადმი მიძღვნილი ცნობადობის გაზრდის კვირეულის ფარგლებში, სავაჭრო ცენტრებში „ისთ ფოინთი", „თბილისი მოლი" და „გალერია თბილისი" დაინტერესებულ მოქალაქეებს, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისი 112-ის მობილური აპლიკაცია გააცნეს.

„112“-ის ოპერატორებმა მოქალაქეებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია მობილური აპლიკაციის ფუნქციონალისა და მთავარი უპირატესობის - ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესახებ.

11 თებერვალი 112-ის დღედ, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 2009 წელს გამოცხადდა. 112-ის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ევროპის მასშტაბით, ყოველწლიურად იმართება. ამ დღის აღნიშვნის მიზანს მოსახლეობაში 112-ის ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს.