სიახლეები
112-სა და საქართველოს რკინიგზას შორის მემორანდუმი გაფორმდა
2019-05-07 18:47:52
112-სა და საქართველოს რკინიგზას შორის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-სა და კომპანია „საქართველოს რკინიგზას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანამშრომლობის ფარგლებში ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას, გამოცდილებას და ხელს შეუწყობენ თავიანთი ორგანიზაციების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას.

 

„საქართველოს რკინიგზაში“ მგზავრთა ინფორმაციულ მომსახურებას უზრუნველყოფს ქოლ-ცენტრი - 13 31. მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული ცენტრის თანამშრომლებს „112“-ის სასწავლო ცენტრის ტრენერები გადაამზადებენ. სწავლის დასრულების შემდეგ მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. თავის მხრივ, "საქართველოს რკინიგზა" სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით ხელს შეუწყობს გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის ცნობადობის ამაღლებას.