სიახლეები
„112“ საქართველოს ღია ჩემპიონატის მხარდამჭერია ოფროუდ თრაიალში
2013-04-01 19:53:29
„112“ საქართველოს ღია ჩემპიონატის მხარდამჭერია ოფროუდ თრაიალში

30-31 მარტს, თბილისში გაიმართა საქართველოს ღია ჩემპიონატის პირველი ეტაპი ოფროუდ თრაიალში. ტურნირი საქართველოს ოფროუდ კლუბის ორგანიზებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის - 112-ის მხარდაჭერით ჩატარდა. მონაწილეობის მიღება კი როგორც პროფესიონლი, ასევე მოყვარული ავტოსპორტსმენებისთვის იყო შესაძლებელი.

 

ჩემპიონატის პირველ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 36 ეკიპაჟი იყო წარმოდგენილიმათ შორის, ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი ოფროუდერებისგან დაკომპლექტებული ეკიპაჟები მონაწილებდნენ.

 

  

 

„112“ მხარს უჭერს საქართველოში ექსტრემალური ავტოსპორტის განვითარებას და მსგავსი სახის ჩართულობით მზად არის მონაწილეების და მათი გულშემატკივრების სიმშვიდე უზრუნველყოს.