სიახლეები
"112"-ს საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების ატაშე ესტუმრა
2013-04-05 13:10:30
"112"-ს საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების ატაშე ესტუმრა

შსს სსიპ - "112"- საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების ატაშე სტეფან როპერსი ესტუმრა, რომელიც საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული სიტუაციით დაინტერესდა.


სტეფან როპერსის ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებდა. "112"-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა სტუმარს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი დაათვალიერებინა  და პრეზენტაციის სახით დეტალურად გააცნო 112-ის, როგორც ერთიანი საგანგებო ნომრის მუშაობის სპეციფიკა.


  

 

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, დასახეს სამომავლო გეგმები, ისაუბრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მიღებული ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობაზე და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაზე.