სიახლეები
სკოლის მოსწავლეები სტუმრად 112-ში
2019-06-04 15:12:09
სკოლის მოსწავლეები სტუმრად 112-ში

მიმდინარე წლის მაისის თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს, პროექტის - „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის“ ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლების 200-მდე მოსწავლე ეწვია.

 

„112“-ის წარმომადგენელმა სკოლის მოსწავლეებს პრეზენტაციის სახით მიაწოდა ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ ასეთი შემთხვევების დროს და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან. მოზარდებს ასევე, განემარტებათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია ცრუ ზარის განხორციელების დროს.