შინაგან საქმეთა სამინისტროს ,,112"-მა, ამბროლაურში, მდგრადი განვითარების ფესტივალზე, მობილური აპლიკაცია წარადგინა.
,,112"-ის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია აპლიკაციის ფუნქციონალისა და მისი მთავარი უპირატესობის - ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში, ,,112"-მა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, სტუმრებს მობილური აპლიკაციის სასარგებლო რჩევებში ოჯახში ძალადობის შესახებ დამატებული ინფორმაცია გააცნეს.